საზოგადოება

მეცნიერები ადასტურებენ უძველეს მსგავსებას ბერძნებსა და სომხებს შორის

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 40% ლაპარაკობს ინდოევროპულ ენებზე, მაგრამ მათზე მოლაპარაკე ხალხების ადრეული ისტორია ჯერ კიდევ ცუდად არის აღქმული, ცხადია, რომ ისინი იყვნენ დასავლეთ ევრაზიული სტეპებიდან ჩამოსული ხალხის შთამომავლები, მაგრან როდის დაიშალა მათი ერთიანობა  და  როგორ განვითარდა მათი წყობა შემდგომში სწორედ  ეს არის მეცნიერთა დღევანდელი პოლემიკის თემა. 

 ესკე ვილერსლევის საერთაშორისო  ჯგუფმა  შეისწავლა საკითხის გენეტიკური მხარე და აღმოაჩინა ბევრი საინტერესო რამ.

გენეტიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა 314 ადამიანის გენომი, რომლებიც ცხოვრობდნენ  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200 და 100 წლებს შორის ხმელთაშუა ზღვაში და მიმდებარე რეგიონებში, შედეგები შეადარეს თანამედროვე ადამიანების გენომებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გარდა ამისა, 224 უძველესი ჩონჩხის ნაშთები ასევე გამოიკვლიეს სტრონციუმის იზოტოპების თანაფარდობაზე. აქედან შეიძლება დადგინდეს, ადამიანი გარდაიცვალა დაბადების ადგილზე თუ იყო მიგრანტი. ახალმა მონაცემებმა აჩვენა რიგი არსებული ჰიპოთეზის სისწორე ინდოევროპელების ადრეული ისტორიის შესახებ და  გამოავლინა კონკურენტი ვერსიების შეუსაბამობა.  კერძოდ, აღმოჩნდა, რომ იტალიელების  და კელტების წინაპრები ერთი ჯგუფი იყვნენ, ისევე როგორც ბერძნების და სომხების წინაპრები.

სტატიის ტექსტი მისი დასკვნებით განთავსებულია ვებგვერდზე bioRxiv.org.

ნახეთ მეტი
Back to top button