რუსეთის გავლენა მცირდება აზერბაიჯანში, სომხეთსა და მოლდოვაში – ზელენსკი

რუსეთის პოლიტიკური გავლენა სხვა ქვეყნებში მცირდება. ეს, კერძოდ, ეხება აზერბაიჯანს, მოლდოვას და სომხეთს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება უკრაინული მედია.
„აზერბაიჯანი – ისინი დამოუკიდებლები არიან. სომხეთი – გუშინდელი არჩევნები დიდი წარმატება იყო სომხეთის დამოუკიდებლობისთვის. მე ასევე ვფიქრობ, რომ რუსებმა დაკარგეს მოლდოვა“, – აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსებს არ სურთ უკრაინის დაკარგვა. დამოუკიდებელი და თავისუფალი უკრაინა რუსეთისთვის ყველაზე დიდი და პოლიტიკურად ყველაზე საშიში ქვეყანაა.
„როდესაც უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, პუტინს სხვადასხვა ხალხთან, განსაკუთრებით კავკასიაში, შიდა პრობლემები ექნება. რუსეთის სხვადასხვა ხალხი კითხვებს დასვამს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ადრე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მოსკოვის მცდელობები სომხეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ჩაიშალა.







