პოლიტიკა

ზელენსკიმ სომხეთს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მიულოცა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კი – არჩევნებში პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ გამარჯვება.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

სომხეთში 7 ივნისს მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ძალა შედის: პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“, ბლოკი „სომხეთი“ და ბლოკი „ძლიერი სომხეთი“. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button