პოლიტიკა

ზახაროვას მტკიცება მანიპულაციურია: წინასწარი შედეგების მიხედვით  „სამოქალაქო კონტრაქტმა“   2021 წელთან შედარებით მეტი ხმა მიიღო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მინიშნებით  განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, სამოქალაქო კონტრაქტის პარტიამ „ძალაუფლებაზე მონოპოლია ვერ მიიღო, უფრო მეტიც, წინა საარჩევნო ციკლთან შედარებით, მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა“.

რუსი ჩინოვნიკის მტკიცების დასადასტურებლად, Factor TV-მ შეადარა არა მხოლოდ პარტიის მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებლები, არამედ კენჭისყრაში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობა და მიღებული ხმების აბსოლუტური რაოდენობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის არჩევნებში სამოქალაქო კონტრაქტის პარტიამ 727,820 ხმა, ანუ 49.8 პროცენტი მიიღო, მაშინ როცა , 2021 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 688,761 ხმა, ანუ 53.91 პროცენტი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის შედეგი პროცენტულად უფრო მაღალია, აბსოლუტურ რიცხვებში სურათი საპირისპიროა: ამ  სკ-მა  2021 წელთან შედარებით 39,059-ით მეტი ხმა მიიღო. სურათის სრულად გასაგებად, ასევე მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლის გათვალისწინება. 2021 წელს ამომრჩეველთა სიაში შედიოდა 2,595,512 მოქალაქე, რომელთაგან 1,281,997-მა ანუ 49.39 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

ხოლო 2026 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა სიაში შედიოდა 2,503,981 მოქალაქე (ცესკოს მონაცემები), რომელთაგან 1,477,736-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ამრიგად, წელს არჩევნებში 2021 წელთან შედარებით 195,739-ით მეტი მოქალაქე მონაწილეობდა. ამ ვითარებაში, მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლების შედარება ამომრჩეველთა მხარდაჭერის დინამიკის შესახებ არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის.

ამგვარად, ზახაროვას მტკიცება მანიპულაციურია, რადგან ის მხოლოდ პროცენტულ ცვლილებას წარმოადგენს, მაშინ როცა აბსოლუტურ მაჩვენებლებში „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ თითქმის 40 000-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2021 წელს. აღსანიშნავია, რომ დღეს, პარალელურად, გაჟონა ინფორმაციამ, რომელიც კრემლის ოფიციალურ მიდგომებს ამ თემის გაშუქების მიმართ ავლენს.

რუსული „მედუზას“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახელმწიფო და პროსამთავრობო მედიასაშუალებებს „ურჩია“, რომ თავიანთ მასალებში ხაზი გაუსვან იმას, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ ხმების 50 პროცენტზე ნაკლები მიიღო. „მედუზას“ ცნობით, კრემლისადმი ლოიალური ერთ-ერთი მსხვილი მედიასაშუალების თანამშრომელმა აცნობა მათ, რომ მათ დაევალათ არჩევნების შედეგები ფაშინიანის „დამარცხებად“ წარმოედგინათ და ზუსტად ეს ფორმულირება გამოეყენებინათ.

„გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურმა ბლოკმა  „ურჩია“  საინფორმაციო საშუალბებს ხაზი გაუსვან არჩევნებში დაფიქსირებულ  დარღვევებს,  რათა ეჭვები დათესოს ფაშინიანის ლეგიტიმურობის თაობაზე“, – წერს მედიასაშუალება.

ნახეთ მეტი
Back to top button