პოლიტიკა

ძალზე მეეჭვება, რომ თურქეთის სომხეთზე თავდასხმის შემთხვევაში რუსი მესაზღვრეები შეძლებენ დაცვას. ეროვნული კრების თავმჯდომარე

„ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტიდან რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების გაყვანის საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა სომხეთ-თურქეთის საზღვრიდან მათი გაყვანის საკითხი არ განიხილება.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა.

ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების გაყვანის საკითხზე საუბრისას სიმონიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის ეს უკვე გადაწყვეტილი თემაა და აქ შემდგომი განხილვა აღარაა.

„არის მცდელობა, რომ ეს პროცესი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების დარღვევად წარმოაჩინონ. ეს იყო უწყებათაშორისი ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო ამ ტერიტორიაზე სომეხი მესაზღვრეების დახმარება, მათი ტვირთის შემსუბუქება. აღარ არის საჭირო ამ ტვირთის შემსუბუქება. ჩვენ გაცნობეთ, რომ მადლობას გიხდით დახმარებისთვის, მაგრამ სომხეთის რესპუბლიკას ეს დახმარება აღარ სჭირდება. ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჩვენი აეროპორტის მომსახურეობა და ჩვენს მესაზღვრეებსაც შეუძლიათ მათ წინაშე წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება.

ახლა იმაზე საუბრობენ, თუ ვინ დაიცავს თურქეთის საზღვარს, მე მეეჭვება, რომ თუ თურქეთი გადაწყვეტს შეტევას სომხეთის რესპუბლიკაზე, რუსი მესაზღვრეები შეძლებენ ან იმოქმედებენ და დაიცავენ მას“, – განაცხადა სიმონიანმა.

დაკვირვებაზე, რომ აღნიშნული განცხადებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სომხეთი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს რუსი მესაზღვრეების გაყვანას სომხეთ-თურქეთის საზღვრიდან, სიმონიანმა უპასუხა, რომ ასეთი საუბარი არ ყოფილა, ის მხოლოდ ანალიტიკოსების მოსაზრებებს ეხმაურება.

ნახეთ მეტი
Back to top button