საზოგადოება

სომეხი პროგრამისტების მიერ შემუშავებული პროგრამა გამოიყენება შვეიცარიის ბანკებში

სომეხი პროგრამისტების მიერ შემუშავებულ პროგრამას, რომელიც ონლაინ ტრანზაქციების დროს მომხმარებლის სახის ამოცნობის საშუალებას იძლევა, უკვე გამოიყენება შვეიცარიის რამდენიმე ბანკსა და კომერციულ ქსელებში. ალგორითმი, რომელიც მუშაობს როგორც მობილურ, ასევე ვებ აპლიკაციებთან, ამოწმებს მომხმარებლის სახეს პირადობის მოწმობის ფოტოსთან შედარებით.

Sputnik სომხეთთან საუბარში სომხური კომპანია Instigate-ის წარმომადგენელი და ვებ განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი მესროპ პეტროსიანი განმარტავს, რომ პროგრამა იძლევა განკარგულებებს, საჭიროების შემთხვევაში, ითხოვს სინათლის დამატებითი წყაროს პოვნას ან სახის მიახლოებას კამერასთან, დოკუმენტის მიახლოება სენსორთან და ა.შ.

 „ხელოვნური ინტელექტი დასპეცებულია ადამიანის იდენტიფიცირებაში სახის სხვადასხვა გამომეტყველებით, ვარცხნილობის ცვალებადობით, თუნდაც „გაპარსულ თუ გაუპარსავ“ შემთხვევაში, – ღიმილით ამბობს სუფად გაპარსული მესროპი.

პროგრამა თავდაპირველად შექმნილი იყო შვეიცარიული პირადობის დოკუმენტებისთვის (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ბინადრობის ნებართვა, მართვის მოწმობა), მაგრამ თეორიულად მისი ადაპტირება შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის დოკუმენტებზე, თუ მათ აქვთ მანქანით წასაკითხი ზონა (machine readable zone).

პროგრამა მზა ფოტოებს აგზავნის ბანკში, სადაც უარყოფილ ფოტოებს ამოწმებს ოპერატორი. ყველაზე ხშირად განმცხადებელს დოკუმენტი არასწორ მდგომარეობაში უჭირავს (მონაცემები თითით არ უნდა დაიფაროს). ოპერატორები ასევე ამოწმებენ დოკუმენტების ავთენტურობას. რამდენადაც დასავლეთში უფრო და უფრო აქტიური ხდება ონლაინ ბანკინგი, ბანკის თანამშრომლები შვეიცარიაში გადიან სიღრმისეულ ტრენინგს, რათა განასხვავონ რეალური დოკუმენტები ყალბისაგან.

 „ყურადღება ეთმობა ასევე პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას. ისინი დაშიფრული სახით ეგზავნება მხოლოდ მიმღებს. უსაფრთხოების სტანდარტების გარეშე მსგავსი პროგრამები ევროპის ქვეყნებში უბრალოდ არ არის მიღებული. მაგრამ ამავდროულად, ასეთი პროდუქტების უსაფრთხოების რეგულარულად შემოწმება უნდა მოხდეს“, – განმარტავს მესროპი.

ეს პროდუქტი ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში ერევანში გამართულ “დიჯიტეკის” გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გამოფენა ორგანიზებული იყო სომხეთის მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის (UATE) მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button