საზოგადოება

2021 წლის 11 თვის განმავლობაში სომხეთს 816 ათასი ტურისტი ეწვია

2021 წლის 11 თვეში სომხეთს 816 660 ტურისტი ეწვია. ტურიზმის კომიტეტმა „Sputnik სომხეთს“  განუცხადა, რომ ნაკადი ძირითადად რუსეთიდან, ირანიდან, საქართველოდან და შეერთებული შტატებიდან იყო.

კერძოდ, სომხეთს რუსეთიდან 375 930, ირანიდან – 85 310, საქართველოდან – 57 713 და ამერიკის შეერთებული შტატებიდან – 30 494 ეწვია. ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული თვე აგვისტო იყო, როდესაც სომხეთში 143168 ტურისტი ჩავიდა. ყველაზე პასიური იანვარია,  მაშინ ჩვენს ქვეყანას 23 345 ადამიანი ეწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button