საზოგადოება

ახალი რეკორდი საქართველოში. ღაზარიანების ოჯახში მე-14 შვილი დაიბადა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მცხოვრებმა ღაზარიანების ოჯახმა მე-14 შვილის გაჩენით საქართველოში ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, იუწყება გაზეთი “საქართველო”. ახალშობილი დანიელი 21 ივნისს დაიბადა, 2 კგ 600 გრამი წონა და 48 სმ სიმაღლე. გაზეთი წერს, რომ დანიელის დაბადებამ ახალი რეკორდი დაამყარა ახალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დემოგრაფ, პროფესორ ამირან თოთაძის განცხადებით, ვარდუჰი ღაზარიანმა გასულ წელს მეცამეტე შვილის გაჩენით რეკორდს გადააჭარბა. დანიელი ვარდუჰი და სედრაკ ღაზარიანის მეთოთხმეტე შვილია. ამრიგად, ღაზარიანების ოჯახს ჰყავს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი. უფროსი ჰაკობი 23 წლისაა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ანჯელინა კი, რომელიც დანიელის დაბადებამდე ყველაზე პატარა იყო, 1 წლის და 4 თვისაა. 42 წლის ვარდუჰი ღაზარიანი ირწმუნება, რომ თუ ღმერთი ინებებს, ის კვლავ იმშობიარებს.

ნახეთ მეტი
Back to top button