საზოგადოება

ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს

,,Metronome.ge” წერს, რომ ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.

როგორც ირკვევა, კლინიკაში შეყვანისას დედა უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო ნაყოფის შემთხვევაში დაფიქსირდა გულისცემა.

შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო, ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. საკეისრო კვეთის შემდგომ, პარალელურად გრძელდებოდა ქალბატონზეც რეანიმაციული ღონისძიებები, ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა”, – ამბობს ექიმი. 

ცნობისთვის, გუშინ მარნეულში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულის აივანი ჩამოინგრა.

გარდაიცვალა ორი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე ბავშვი, ისინი ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობენ.

ნახეთ მეტი
Back to top button