საზოგადოება

ვან ბაიბურთი, “თბილისის საპატიო მოქალაქე”

ვიქტორ ჰამბარძუმიანი, რაფიკ ჩიმიშკიანი, გივი შაჰნაზაროვი 2015 წელს, დღეს კი ვან ბაიბურთს „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭეს.

დღეს, „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების ცერემონიალი იყო დედაქალაქის დღესასწაულის, თბილისობის 1 ოქტომბერს დაწყებული ღონისძიებების დახურვაზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდების მიმღები პირები დააჯილდოვა, რომელთა შორის იყო სომხურენოვანი გაზეთის „საქართველოს“ რედაქტორი, საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის დეპუტატი, საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელი ვან ბაიბურთი.

„ცოტა დაბნეული ვარ ამ გარემოში ყოფნაში. მადლობა ჩემს თბილისს, ჩემს საქართველოს. ეს ტიტულიც ჩვენი გაზეთის თანამშრომლებისთვისაა, ჩემი თანამოქალაქეებისთვის და ის ფაქტიურად ამ ტიტულის მატარებელია“, – განაცხადა ვან ბიბურთმა ტიტულის მიღების შემდეგ.

„თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნო თბილისობა. დედაქალაქი თბილისი ნამდვილად გამოირჩევა თავისი ისტორიით, კულტურით და მრავალეთნიკური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ტოლერანტობის უნიკალური მაგალითია. ჩვენთან ერთად ამ ქალაქში ყოველთვის სიყვარულით ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის და ეროვნების წარმომადგენლები“.

„ალიქ მედიასთან“ საუბარში ვან ბაიბურთი აცხადებს:

„დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაიდანის რაიონში. 25 წლის შემდეგ უკვე სოლოლაკის რაიონში დავიწყე ცხოვრება. თბილისობაში პირველად რომ მივიღე მონაწილეობა, 29 წლის ვიყავი და ახლა ჩემი 42-ე თბილისობაა“.

დედაქალაქის დღესასწაული გახდა ყოველწლიური პოპულარული დღესასწაული, რომელიც ეძღვნება უძველეს ქალაქს და მოსავალს. მას შემდეგ, რაც თბილისობა პირველად აღინიშნა, ტრადიციად იქცა საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება.

ნახეთ მეტი
Back to top button