საზოგადოება
“ჩაკეტეთ საზღვარი”. აქცია თბილისში

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სამოქალაქო წინააღმდეგობის“ აქცია „ჩაკეტე საზღვარი“.
აქციის მონაწილეები საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვდნენ.
აქციის ორგანიზატორის გელა ხასაიას განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისინი პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ.
„მოვითხოვთ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. ჩვენ ვაპირებთ ამ იდეის წარდგენას მთავრობისთვის. მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის სხვა ფორმებს. იქნება მშვიდობიანი აქციები და გამოსვლები“, – განაცხადა ხასაიამ.









