National Geographic-მა გააშუქა სომხური რობინ რობოტი

ჟურნალმა National Geographic-მა მოიხსენია სომხური კომპანია Expper Technologies-ის მიერ შექმნილი სოციალური რობოტი Robin the Robot და მას “Robot Doc” უწოდა.

„საავადმყოფოში მყოფი ბავშვებისთვის დღეები შეიძლება გრძელი და სტრესული ჩანდეს. სწორედ ამიტომ, რობინ რობოტი შექმნილია იმისთვის, რომ იხუმროს, თამაშები ეთამაშოს და უპასუხოს პედიატრიულ პალატებში ბავშვების კითხვებს. დაახლოებით 8 წლის რობინი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სახის გამომეტყველებისა და მეტყველების გასაანალიზებლად, რათა უპასუხოს ბავშვების განწყობასა და საუბრებს. რობოტი დიდ დახმარებას უწევდა COVID-19-ის პანდემიის დროს, როდესაც ოჯახის წევრები და მეგობრები საავადმყოფოს ახალგაზრდა პაციენტებს ვერ წვეოდნენ“, – იტყობინება „არმენპრესი“ National Geographic-ის მითითებით.

Robin the Robot დასახელდა TIME-ს 2021 წლის საუკეთესო გამოგონებად რობოტიკის კატეგორიაში და ასევე მოიპოვა ჯილდო Fast Company-ის 2021 წლის Innovation by Design Awards-ის Impact კატეგორიაში.









