საზოგადოება
სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია – ლევან ფერაძე

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ ექიმმა, ლევან ფერაძემ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ „სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია“.
ფერაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში სპეციალისტები დასკვნაზე მუშაობას დაასრულებენ.
„ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, მიმდინარეობს კუნთური ატროფია და 80 კილომდეა ადამიანი დასული. ვეუბნები პირდაპირ ხელისუფლებას, სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია. ექიმები ვგეგმავთ აქციას. ექიმები მოვითხოვთ მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანას“, – თქვა ლევან ფერაძემ.









