საზოგადოება

სააკაშვილის გათავისუფლებას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვება – ოხანაშვილი

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს საზოგადოებაში შესაბამის მღელვარებას გამოიწვევს.

“თუკი ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროტესტი მოჰყვება. ამას შეიძლება საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი – როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება. არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს” , – განაცხადა ოხანაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button