საზოგადოება

სომხეთის მოსახლეობის 26,5 პროცენტი ღარიბია

2021 წელს სომხეთის რესპუბლიკაში სიღარიბის მაჩვენებელი 26,5% იყო. ამის შესახებ „არმენპრესი“იუწყება სიღარიბის შესახებ სტატისტიკური კომიტეტის 30 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით.

https://armenpress.am/arm/news/1098547.html?

მართალია, 2020 წელთან შედარებით სიღარიბის დონე 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მაგრამ უკიდურესი სიღარიბის დონე 2,1-ჯერ გაიზარდა. 2020 წლის 0,7%-დან ის 1,5% გახდა.

ანგარიშის მიხედვით, ღარიბად ითვლება მოქალაქე, რომლის მთლიანი თვიური მოხმარება 48 145 დრამს (დაახლოებით 120 აშშ დოლარი) ქვემოთ იყო. ხოლო ისინი, ვისი თვიური მოხმარებაც 26500 (დაახლოებით 45 აშშ დოლარი) დრამზე დაბალია, უკიდურესად ღარიბად ითვლებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button