საზოგადოება

კიმ კარდაშიანმა, შერმა და სხვა ცნობილებმა ადამიანებს მოუწოდეს, იყიდონ სამკაულები სომხური წარწერებით და მხარი დაუჭირონ ეჯმიაძინის საკათედრო ტაძრის განახლებას

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი სომეხი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი, ცნობილი პოპ მომღერალი შერი (შერლინ სარგსიანი), ამერიკელი პროდიუსერი ერიკ ესრაელიანი მიმართავენ თავიანთ მიმდევრებს ინტერნეტში და მოუწოდებენ მათ იყიდონ სამკაულები სომხური წარწერებით და ამით მხარი დაუჭირონ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ტაძრის, ეჯმიაძინის საკათედრო ტაძრის აღდგენით სამუშაოებს.

https://armenpress.am/arm/news/1098680.html?

“არმენპრესის” ცნობით, კიმ კარდაშიანმა “ინსტაგრამის” განყოფილებაში “Story” გამოაქვეყნა კლიპი, რომელშიც აცხადებს, რომ ყოველთვის ეძებს გზებს სომხეთის მხარდასაჭერად და თავის მიმდევრებს წარუდგენს Metal Alchemist-ის ბრენდს “Hayr mer”, “არარატის მთა”, სამაჯურებს და სხვა სამკაულებს “Love” და სხვა წარწერებით და ამბობს, რომ მსოფლიოში ბევრი ისტორიული ადგილია, მაგრამ უძველესი ტაძრები სომხეთშია.

ის იხსენებს, რომ წლების წინ ერთ-ერთ ტაძარში შვილები მონათლა. კარდაშიანი იტყობინება, რომ ტაძარი რემონტის პროცესშია და ხაზს უსვამს, რომ სამაჯურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ასი პროცენტი ტაძრის სარემონტო სამუშაოებს გადაეცემა.

ნახეთ მეტი
Back to top button