საზოგადოება

კომპანია „მეტა პლატფორმები“ სომხეთის 1000 უმსხვილეს გადამხდელთა სიაში მოხვდა

კომპანია „მეტა პლატფორმები“ (Facebook, Instagram, WhatsApp, Oculus, Novi Financial, Inc) სომხეთის 1000 უმსხვილეს გადამხდელთა სიაში მოხვდა. ამის შესახებ წერს „არმენპრესი“. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სომხეთის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა საგადასახადო კოდექსში, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებსა და სხვა ელექტრონულ პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების დაბეგვრის შესახებ.

ფიზიკურ პირებზე გაწეული ელექტრონული სერვისების დაბეგვრის ცვლილებების შედეგად კომპანია „მეტა პლატფორმებმა“ 2022 წელს სრ ბიუჯეტში 332,3 მლნ დრამი (დაახლოებით 830750 აშშ დოლარი) გადაიხადა და 1000 მსხვილ გადამხდელთა სიაში 803-ე ადგილი დაიკავა.

ნახეთ მეტი
Back to top button