საზოგადოება
არცახში ტალონებით გაიყიდება ხილი, ბოსტნეული და კვერცხიც

21 თებერვლიდან არცახის სახელმწიფო რეზერვიდან გაცემულ 5 საკვებ პროდუქტს ხილი, ბოსტნეული და კვერცხიც დაემატება. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება არცახში საინფორმაციო შტაბი. https://armenpress.am/arm/news/1103914.html? „სასურველი საკვები პროდუქტების ჯგუფის ტალონური სისტემის მეშვეობით მომხმარებლებისთვის მიწოდება გაგრძელდება. ხელმისაწვდომი სურსათის დეფიციტისა და მოსახლეობისთვის მისი თანაბრად განაწილების აუცილებლობის გათვალისწინებით, გაფართოვდა ტალონებით მოწოდებული პროდუქციის სია. 21 თებერვლიდან სახელმწიფო რეზერვიდან გათვალისწინებულ 5 საკვებ პროდუქტს ხილი, ბოსტნეული და კვერცხი დაემატება“, – იუწყება წყარო.









