დიასპორის კომისრის ოფისის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 13 სომეხი დაიღუპა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 13 სომეხი დაიღუპა. ამის შესახებ დიასპორის მთავარი კომისრის აპარატის სტრატეგიის შემუშავების დეპარტამენტის უფროსმა ჰოვჰანნეს ალექსანიანმა „არმენპრეს“-ის პრეს-დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. https://armenpress.am/arm/news/1104032.html? „პირველ დღეებში ინფორმაცია სხვადასხვა არხით მოდიოდა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება რთული იყო. უკვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ალეპოში 2 მსხვერპლი გვყავს: მირნა მინასიან-ტენეკჩიანი, ალპერ ტენეკჩიანი. თურქეთში დაიღუპნენ სამი, აიდა, ალექს ტაბაშნერი, მარიამ კარატაში, დშხუნ მესროპიანი/ბალიკიანი, არმიკ მესროპიანი, მესროპ მესროპიანი, პატიბარ სილაჰლინი, ანტუან ჰოროზი, ზილან ტიგრისი, იოჰანა კაროლინა კაპი“, – განაცხადა ჰოვჰანნეს ალექსანიანმა.
არიან დაჭრილებიც. ერთ ნაწილს ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობს, მეორე ნაწილს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. დაზიანდა სომხური ინსტიტუტებიც, განსაკუთრებით სირიაში. განისაზღვრება კონკრეტული ზიანის ოდენობა, ამ ობიექტების შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა.
ციფრები, ზიანის შესახებ ინფორმაცია საბოლოო არ არის. თურქეთში უკვე 30 ათასზე მეტი მსხვერპლია, სირიაში მსხვერპლთა რაოდენობა 1400-ზე მეტია. (რედ. სირიის ოპოზიციის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში 3160 ადამიანი დაიღუპა).
სომხეთმა დახმარება გაუწია როგორც სირიას, ასევე თურქეთს. გაგზავნილი იქნა სამაშველო ჯგუფები, ჰუმანიტარული დახმარება. ჰოვჰანნეს ალექსანიანის ინფორმაციით, დიასპორის კომისრის ოფისს სახსრების შეწირვის მიზნით არაერთმა თანამემამულემ მიმართა.









