დიდთოვლობის გამო პარალიზებული რკინიგზა – მატარებელი ზესტაფონთანაა გაჩერებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ სამგზავრო მატარებლები დიდთოვლობისა და უამინდობის გამო შეფერხებით გადაადგილდებიან. როგორც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, 40 წუთია მატარებელი ზესტაფონთან, არგვეთშია გაჩერებული.
რკინიგზაში ამბობენ, რომ მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები და რომ “მცირე დაგვიანებები” მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება.
რკინიგზა ამბობს, რომ მზად არიან დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური.
“დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. Გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკოფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური”, – წერია განცხადებაში.









