საზოგადოება

2022 წელს დაახლოებით 19600 ადამიანს მიენიჭა სომხეთის მოქალაქეობა

Radar Armenia-ს გადმოცემით, 2022 წელს ძალაში შესული „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაიზარდა მოქალაქეობის შესახებ დადგენილებების რაოდენობა. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ხაჩატურ პოღოსიანმა. მისი თქმით, 2021წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 60-მდე ბრძანებულებას მოქალაქეობის შესახებ, ხოლო 2022 წელს 114-ს. „შედეგად, 2022წ. მოქალაქეობა მიენიჭა 19 600-მდე ადამიანს, 2021 წლის 7300-ის ნაცვლად.

პოღოსიანმა ასევე აცნობა, რომ 2022წ. პრეზიდენტის ბრძანებულებით 4400 ადამიანს შეუწყდა მოქალაქეობა.

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 128 ბრძანებულებას შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამეთაურო შტაბის, უცხო ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში დიპლომატიური წარმომადგენლებისა და მოსამართლეების დანიშვნის შესახებ.

680 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით.

პრეზიდენტმა 12 საპატიო წოდება, 17 უმაღლესი დიპლომატიური წოდება, 6 საკლასო ხარისხის წოდება, 4 უმაღლესი სამხედრო წოდება მიანიჭა.

განხორციელდა 16 საქველმოქმედო და 9 საპრეზიდენტო საინიციატივო პროგრამა. პრეზიდენტის აპარატზე 2022 წელს პრეზიდენტის უფლებამოსილების უზრუნველსაყოფ პროგრამაზე 1 მილიარდ 231 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ნახეთ მეტი
Back to top button