საზოგადოება

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, მაშველები ამ დრომდე 4 ადამიანს ეძებენ

Netgazeti.ge წერს, რომ შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თქმითვე, ამ ეტაპზე ეძებენ 4 ადამიანს. სამძებრო სამუშაოებში კი ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავთა და კინოლოგთა ჯგუფი.

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. 16 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ეპიცენტრში ძებნის სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button