საზოგადოება

გაუგებარია რა სურთ სომხეთსა და ევროკავშირს ერთმანეთისგან.  კვლევა “APRI Armenia”-გან

დისკუსიისას, რომელიც წარიმართა სლოგანით „ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაძლიერება. უძლიერესი საგზაო რუკის ქონის გზაზე“,   წარმოდგენილი იყო „APRI Armenia“-ს (The Applied Policy Research Institute of Armenia ) მიერ ფონდ  „ჰაინრიხ ბიოლის“  სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერევნის ოფისთან თანამშრომლობით ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების კვლევის შედეგები და შემუშავებული წინადადებები.  კვლევის მიზანია გაირკვეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ სომხეთში ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება და   ევროკავშირში  – სომხეთთან  დაახლოება.  

გამოკვეთილი არ არის, თუ  რა სურს სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისგან, ნათქვამია „APRI Armenia“-ს კვლევის შედეგებში. სომხეთი მზად არის დაუახლოვდეს ევროკავშირს, რამდენადაც ნებას მისცემს ევროკავშირი. ეს არის ის, რაც სომხურმა მხარემ უნდა უთხრას ევროკავშირს, – ამის შესახებ “რადიოლურთან” საუბარში აღნიშნა “APRI Armenia”-ს სტრატეგიისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა ანაჰიტ ფილიპოსიანმა და განმარტა, რომ  ევროკავშირს არ ესმის ზემოაღნიშნული ფორმულირება და სიცხადე სურს. მაგრამ სომხეთში არ აქვთ მკაფიოდ აღქმული,  თუ რამდენად სურთ მათ ევროკავშირთან დაახლოება.

სომეხ ოფიციალურ პირებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებთან ერევანში, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებთან სომხეთსა და ბრიუსელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება კარგი საფუძველია ურთიერთობების  გასამყარებლად. გარდა ამისა, არის ახალი მიმართულებებიც, რომლებიც ხელშეკრულებაში არ არის დაფიქსირებული და უფრო უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ამბობს ანაჰიტ ფილიპოსიანი.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ორივე მხარეს აქვს  სტრატეგიული ხედვის ხარვეზი. ევროკავშირისთვის გაუგებარია, რა დამატებითი როლის შესრულება სურს ამ რეგიონში, მას ძალიან ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია აქვს. სომხეთშიც, ხელისუფლება ხშირად საუბრობს სომეხი ხალხის ევროპულ მისწრაფებებზე, მაგრამ გაუგებარია რა არის ეს მისწრაფებები. მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ გვინდა მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას აქვს ძალიან პასიური პოზიცია თავის მომავალზე, მის მიმართულებებზე“.

„რადიოლურის“ თანამოსაუბრე განმარტავს, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს და არ აპირებს რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, ადგილის დაკავებას. ანაჰიტ ფილიპოსიანი ხაზს უსვამს, რომ როგორც  კვლევამ აჩვენა  ევროკავშირის განცხადებებს არანაირი შედეგები  არ მოჰყვება ხოლმე.

„ევროკავშირი გარკვეულწილად ითვალისწინებს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს, მეორე მხრივ, სომხეთი  ასევე ითვალისწინებს რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს და ევროკავშირ-სომხეთის  ურთიერთობების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირმა ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რეგიონში განვითარებული მოვლენებისადმი, მაგალითად, 21 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანი ცუდად მოექცევა არცახელ  სომხებს, ამას მოჰყვება  შედეგებიო. ჩვენ დავინახეთ  იმ დღეს არცახის სომხების მდგომარეობა, მოხდა ეთნიკური წმენდა, მაგრამ ამას რა შედეგები მოჰყვა, ის ვერ ვნახეთ.

შესაბამისად, კვლევის შედეგად ჩამოყალიბდა წინადადებები, კერძოდ:

„არსებობს წინადადება, რომ ევროკავშირმა დაიწყოს მოქმედება და არა მხოლოდ საუბარი, მაგალითად, ევროკავშირმა  წაუყენოს პირობები აზერბაიჯანს და უთხრას, რომ თუ სომხეთს თავს დაესხმებით, ამას შედეგები მოჰყვება ეკონომიკური თანამშრომლობის თვალთახედვითო“.

სომხეთში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიქტორ რიხტერმა „რადიოლურთან“ საუბარში განმარტა, რომ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ კვლევის შედეგად წამოჭრილი მოსაზრებებისა და წინადადებების განსახორციელებლად.

„რა თქმა უნდა, არის დიდი პოტენციალი და გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ორივე მხარის მოლოდინები გავამართლოთ და უფრო ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველი შევქმნათ. ჩვენ, როგორც ევროკავშირს, შეგვიძლია დავეხმაროთ სომხეთს ამ ფორუმის დღის წესრიგის მიზნების მიღწევაში, დავეხმაროთ სომხეთს იყოს ძლიერი როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების კონტექსტში“.

კვლევის შედეგად დაფიქსირებული წინადადებები წარედგინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის პარტნიორებს. ანაჰიტ ფილიპოსიანი ხაზს უსვამს, რომ კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ სომხეთმა დივერსიფიცირებული პოლიტიკა უნდა გაატაროს.

ნახეთ მეტი
Back to top button