საზოგადოება
ერევანში მუნიციპალური პოლიცია იქმნება

ერევანში მუნიციპალური მომსახურების სისტემის კონცეფციის შესახებ პროექტი შემუშავდა.
შემოთავაზებულია ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თვითნებური შენობების დანგრევის მექანიზმების და ბიზნესმენების საქმიანობის შეჩერების შესაძლებლობის დანერგვა.
ერევნის მერმა ტიგრან ავინიანმა დაავალა, მომავალ სხდომაზე წარმოადგინონ, ამ სამსახურის შექმნით რა პრობლემების თავიდან აცილებას ცდილობენ, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ რაზეა საუბარი.









