მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეები საზღვარს დამოუკიდებლად დაიცავენ  – ფაშინიანი რუსული ბაზების მომავლის შესახებ

დღეს მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება სომხეთის მიერ მისი სუვერენიტეტის აღქმაში საერთაშორისო დონეზე. სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტეფანავანში ჟურნალისტებთან საუბარში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ პროტოკოლზე ისაუბრა.

„თუ შენიშნეთ,   „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც არსებითად მხარი დაუჭირეს იმ პრინციპს, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ“, – განაცხადა მან.

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტავუშში ასევე არის რუსული ბაზები. „რუსული ბაზები იქ გაჩნდა შექმნილი ვითარების გამო. ის, რაც ახლა ხდება, არის სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილება და მას თავისი გავლენა ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფრონტის ხაზი, ჩვენ გვაქვს საზღვარი. საზღვარი მშვიდობის ნიშანია და ეს ნიშნავს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ერთმანეთთან თანამშრომლობით შეეძლებათ საზღვრის დამოუკიდებლად დაცვა“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button