საერთაშორისო
პუტინმა საჯარო ღონისძიებებზე ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარება დაიწყო – The Moscow Times

რუსეთის სპეცსამსახურებმა უპრეცედენტოდ გაამკაცრეს ვლადიმირ პუტინის დაცვის ისედაც ძალიან მაღალი დონე. სპეცსამსახურების რეკომენდაციით, მან დაიწყო ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარება საჯარო ღონისძიებებზე, განუცხადა ორმა რუსმა ოფიციალურმა პირმა The Moscow Times-ს და დაადასტურა კრემლთან დაახლოებულმა წყარომ.
ოფიციალური პირის თქმით, რომელსაც პუტინი რამდენჯერმე უნახავს საჯარო ღონისძიებების დროს, მან ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარება ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის რჩევით.
„წელს 9 მაისს სამხედრო აღლუმზე ნამდვილად ტყვიაგაუმტარი ეცვა და ეს სიფრთხილის ზომა, ვფიქრობ, სწორია“, – განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს ესწრებოდა.







