აბსურდის თეატრი – ბაქო პარიზს ადანაშაულებს კოლონიებში „განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილეების რეპრესიაში“

აზერბაიჯანში მივიდნენ იქამდე, რომ პარიზს ადანაშაულებენ კოლონიებში „განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილეების რეპრესიაში“.
ეს აბსურდული პრეტენზია აზერბაიჯანმა წარმოადგინა 15-ზე მეტი პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის „კონვენციაზე“ კორსიკის, მელანეზიის, პოლინეზიის, კარიბის ზღვისა და ანტილის კუნძულების განთავისუფლებისთვის. ღონისძიება გვადელუპეს განთავისუფლების სახალხო კავშირმა ბაქოს საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით მოაწყო.
როგორც APA იტყობინება, ბაქოს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი აბას აბასოვი იმ ქვეყნების ახალგაზრდებს, რომლებიც „კოლონიალიზმის წინააღმდეგ იბრძვიან“ სტიპენდიებს დაჰპირდა.
მისი თქმით, ნოემბერში COP29-ის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა კოლონიალიზმის ისტორიაზე. „ბაქოს საინიციატივო ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ საფრანგეთის პოლიციამ ანტიკოლონიალისტური მოძრაობის წევრები დააკავა, როგორც ტერორისტები და ფარულად გადაიყვანა პარიზში. აქ ისინი სხვადასხვა ჩაგვრას ექვემდებარებოდნენ. მათ შორის ქალებიც არიან. ბაქოს საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ დახმარებას გაუწევს პატიმრების ოჯახებს და მათ მფარველ პირებს“, – განაცხადა აბას აბასოვმა.
აბასოვის განცხადებების ამაზრზენი თვალთმაქცობა ის არის, რომ ამჟამად ათობით სომეხი პატიმარი იმყოფება აზერბაიჯანის ციხეებში. მათ შორის არიან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერები, რომლებიც მძევლად აიყვანეს 2023 წელს მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის დროს, სექტემბერში. აზერბაიჯანის ხელისუფლება პოლიტპატიმრების “პროცესების” დაწყებას მალე აპირებს.







