საზოგადოება
ექსპერტებმა ერევანსა და თბილისში ცხოვრების ღირებულება შეადარეს

ერევანში ცხოვრების ღირებულება 18,6%-ით მეტია, ვიდრე თბილისში (ბინის დაქირავების გარეშე). ამის შესახებ ნათქვამია Numbeo-ს მიერ, მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის უდიდესი მონაცემთა ბაზის კვლევაში.
ერევანში ცხოვრების ღირებულება, ქირავნობის ჩათვლით, 20,3%-ით მეტია, ვიდრე თბილისში.
ქირავნობის ფასები ერევანში 24,8%-ით მეტია, ვიდრე თბილისში.
ერევნის რესტორნებში ფასები თბილისთან შედარებით 11,5%-ით მაღალია. ერევანში სურსათის ფასები თბილისთან შედარებით 6,6%-ით მეტია. ერევანში მსყიდველობითუნარიანობა თბილისთნ შედარებით 6,1%-ით დაბალია.









