საზოგადოება

პროკურატურა სერჟ სარგსიანის ძმისგან 14 ქონების და 3,5 მილიარდი დრამის ჩამორთმევას ითხოვს

პროკურატურა სრ მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმისგან ალექსანდრე სარგსიანისგან, მის მეუღლესა და ორი ვაჟისგან 14 ქონების და 3,5 მილიარდი დრამის (დაახლოებით 9მლნ. აშშ დოლარის) კონფისკაციას ითხოვს. ამის შესახებ იუწყება საზოგადოებრივი ტელევიზია. სასამართლოს გადაწყვეტილებით ალექსანდრე სარგსიანის კუთვნილი მთელი ქონება დაყადაღებულია.

აღნიშნულია, რომ 14 საკუთრებიდან 4 ერევნის ცენტრშია, 10 კი კოტაიქის რეგიონში. უკანონოდ ჩაითვალა ასევე 4 მანქანა, 1 მილიარდი დოლარის დეპოზიტები და ობლიგაციები, ასევე მონაწილეობა იურიდიულ პირებში.

საზოგადოებრივი ტელეკომპანიის ინფორმაციით, პროკურატურამ ალექსანდრე სარგსიანის ქონებაზე გამოძიება 2021 წლიდან დაიწყო, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ოპერატიული დაზვერვის მონაცემების საფუძველზე. პროკურატურამ კვვლევა 1995 წლის მონაცემებით დაიწყო. ხოლო პირველი უკანონო ქონება იყო 1998 წელს შეძენილი უძრავი ქონება კოტაიქის რაიონის ბალაჰოვიტის თემში.

„კვლევის არსებობის შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა ყველა პირს და მოწვეული იქნა პროკურატურაში მასალების გასაცნობად და პოზიციის დასაფიქსირებლად. პროკურატურაში ჯერ არავინ გამოჩენილა“, – განაცხადა სრ გენერალური პროკურატურის უკანონო ქონების ჩამორთმევის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა გევორგ ქოჩარიანმა.

საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, პროკურატურას დაუკავშირდა სარგსიანის ადვოკატი, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი უახლოეს დღეებში გამოცხადდებიან. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ალექსანდრე სარგსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას განსაკუთრებით მსხვილ თაღლითობაში ედებოდა ბრალი.

ნახეთ მეტი
Back to top button