საზოგადოება
ფილმი „ანორა“ სომეხი მსახიობების მონაწილეობით ბარაკ ობამას საყვარელი ფილმების სიაში მოხვდა

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წლის საყვარელი ფილმების სიაში სომეხი მსახიობების მონაწილეობით ფილმი „ანორა“ შეიყვანა.
„არმენპრესის“ ცნობით, ობამამ თავის X მიკრობლოგზე იმ ფილმების სია გამოაქვეყნა, რომელთა ყურებას გვირჩევს.
რეჟისორ შონ ბეიკერის ფილმმა „ანორა“ სომეხი მსახიობების კარენ კარაგულიანის და ვაჩე თოვმასიანის მონაწილეობით 2024 წლის კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.









