მთავარიპოლიტიკა

რუსეთში პოლიციას მიენიჭება ემიგრანტების სახლებში შეჭრის უფლება

პოლიციის თანამშრომლებს უფლება ექნებათ შევიდნენ დეპორტაციის რეჟიმს დაქვემდებარებული ემიგრანტების ბინებსა და სხვა შენობაში, ასეთ უცხოელებზე სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. TASS-ის ცნობით, შესაბამისი რეგულაციები გათვალისწინებულია კანონში, რომელიც ძალაში 5 მარტს შევა.

გარდა ამისა, პოლიცია იტოვებს უფლებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოებიდან და უცხო ქვეყნების ხელისუფლებისგან მოითხოვოს სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის კომერციული, საბანკო, საგადასახადო და კანონით დაცული სხვა საიდუმლოებები. აგრეთვე მოიპოვოს ინფორმაცია ბანკებიდან დეპორტაციის რეჟიმში მყოფი უცხოელების საბანკო ანგარიშების შესახებ, ამ ანგარიშებზე თანხების გადაადგილების შესახებ.

5 მარტიდან რუსეთის ფედერაციის შსს-ს თანამშრომლებს ამ რეჟიმში, მათ შორის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, უცხოელების მონიტორინგი შეეძლებათ. ეს ნორმა ასევე ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დახმარებას უწევენ ასეთ უცხოელებს „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.

5 მარტიდან რუსეთის ფედერაციაში ამოქმედდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ან მოქალაქეობის არმქონე პირების დეპორტაციის მიგრაციის რეჟიმი. მათთვის შეზღუდულია გარკვეული უფლებები და თავისუფლებები, ფედერალური სახელმწიფო კონტროლის ზომები ასევე გამოიყენება მიგრაციის სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button