სომხეთში არ არის სისტემური კორუფცია, არის სპორადული შემთხვევები. სრბუჰი გალიანი

სომხეთში არ არის სისტემური კორუფცია, არის სპორადული შემთხვევები.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სრ იუსტიციის მინისტრმა სრბუჰი გალიანმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ხშირად არასწორად ხდება კორუფციის სახეების და ხასიათის კომენტირება.
გალიანის თქმით, სისტემური კორუფცია არის პირამიდული სტრუქტურა, ამ შემთხვევაში მთელი სისტემა, ქვედა დონეებიდან დაწყებული უმაღლესი ლიდერებით დამთავრებული, ჩართულია რეგულირებულ და ორგანიზებულ კორუფციულ ჯაჭვში. სომხეთში ასეთი ჯაჭვის არსებობა გამორიცხულია.
„საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ნებისმიერ მინისტრს, მინისტრის მოადგილეს ან სხვა მაღალ თანამდებობის პირს არ აქვს გარანტია, რომ მის მიმართ არ იქნება აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნა და პირიქით, გარანტირებულია, რომ დაიწყება. და მაგალითები, რომლებიც დღეს გვაქვს, ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, არის ეპიზოდური კორუფცია, მაგრამ ვიტყვი, რომ ის ყოველთვის არსებობდა საზოგადოების წარმოშობასა და განვითარებასთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ კორუფცია ისეთი ფენომენია, რომელიც ყველა ქვეყანაშია, უბრალოდ მათი მოცულობა განსხვავებულია. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს არის მანკიერი ფენომენი, რომელიც გაგრძელდება. მაგრამ სახელმწიფოს ამოცანაა მისი მიყვანა მინიმალურ დონეზე და სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევიმუშაოთ გავლენის საშუალებები და ინსტრუმენტები“, – დაასკვნა გალიანმა.









