ბრიტანეთის მუზეუმში არსებული უძველესი რუკა, რომელშიც სომხეთია ნახსენები: მთავარი კურატორი ახალ აღმოჩენებს გვპირდება

ბრიტანეთის მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსი კურატორი ირვინგ ფინკელი სომხეთის ისტორიის მუზეუმის მოწვევით ერევანში იმყოფება. ის სწავლობს თიხის ფირფიტის სახით მსოფლიოს ბაბილონის რუკას, რომელზედაც მოხსენიებულია ურარტუ. ბრიტანელი პროფესორი თანამოაზრეა: ურარტუ სომხეთის უძველესი სახელია.
სომხეთის უძველესი პასპორტი რუკის სახით ინახება ბრიტანეთის მუზეუმში. იგი ასახავს ძველ სამყაროს ოდესღაც ძლიერი ბაბილონის თვალთახედვიდან.
Imago Mundi ანუ მსოფლიოს ბაბილონის რუკა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეს მიკუთვნებულ თიხის ფირფიტაზე გამოსახულია იმდროინდელი „აღმოჩენილი სამყარო“. აღმოჩენა ბრიტანეთის მუზეუმში მე-19 საუკუნიდან ინახება. სომხეთის ისტორიის მუზეუმს აქვს მისი ასლი და რუკის ქვის ვერსია მოთავსებულია მარმარილოს კვარცხლბეკზე ნალბანდიანის ქუჩის მიმდებარე პარკის დასაწყისში.

ამჟამად რუკას ხელახლა იკვლევს ბრიტანეთის მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსი კურატორი ირვინგ ფინკელი. ის ერევანში იმყოფება სომხეთის ისტორიის მუზეუმის მოწვევით.
,,რადიოლურ“-თან ინტერვიუში პროფესორი ამბობს: „სომხეთის რუკაზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. სამყარო მრგვალ ფორმაშია წარმოდგენილი, რომელზედაც იმდროინდელი მმართველი სამეფოებია გამოსახული. ერთ-ერთი მათგანია ურაშტუ /ნაწერის გამოთქმა ი.ფინკელის მიხედვით,-ავტორი / ან, როგორც სომხები უწოდებენ, ურარტუ. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ეს სომხეთის უძველესი სახელია.
რუკას აქვს წინა და უკანა მხარე. გარდა ამისა, იგი შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, როგორც ჩანს, ვერავინ შეძლო ამოხსნას თავსატეხი იმ გაგებით, თუ როგორ არის რეალურად დაკავშირებული ეს სამი ნაწილი ერთმანეთთან. მნიშვნელოვანი აღმოჩენები წარმოდგენილი იქნება ჩემს წიგნში, რომელიც ძალიან მალე გამოვა. ვფიქრობ, დიდი „ბუმი“ იქნება“.

ბრიტანეთის მუზეუმის მიერ შეკვეთილი ექსპონატების შესახებ ვიდეოს გადაღების შემდეგ, პროფესორმა შენიშნა, რომ უძველესმა რუკამ მაყურებლებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამან აიძულა იგი ახლებურად გაეშიფრა მისი გამოსახულებები და ნაწერები.
“სამყარო წარმოდგენილია წრის სახით, რომელიც გარშემორტყმულია წყლით და ასევე არის კუნძულები 8 მიმართულებით, რომლებიც სხივებივითაა გადაჭიმული. ერთ-ერთ მათგანში ვიპოვე ცხოველი, რომლის გამოსახულებაც ადრე არ მქონდა ამოცნობილი: მარტორქა.
რვა სამკუთხედი სიმბოლოა იმისა, რაც არის ყველა ამ მიმართულებაზე.
რუქის ამ გამოსახულების არსის საფუძველში არის ის, რომ ბევრმა მოგზაურმა და მოვაჭრემ იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში და დაბრუნდნენ, რათა ეთქვათ, რაც ნახეს იქ. ვფიქრობ, რუკის შედგენისას მათ ეს ინფორმაცია გაითვალისწინეს“.

კარტოგრაფი რუბენ გალჩიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თიხის ფირფიტაზე შემონახული რუკის ღირებულებას, ურარტუს სამეფოს ხსენებით.
“ყველაზე ძველი მსოფლიო რუკა არის ის, რომელიც გიჩვენებთ მსოფლიოს ცენტრს. ამაზე ძველი რუკა დღემდე არ არსებობს.” ის ასევე ერთადერთი რუკაა, რომელიც რუკის სახით იქნა ნაპოვნი ათიათასობით თიხის ფირფიტას შორის და არის 3 ქვეყანა, რომელთა სახელებიც იქ არის ჩამოთვლილი.
ერთი ასურეთია, ერთი ბაბილონი და მეორე ურარტუ-სომხეთი, რადგან იმავე თანამედროვე ლურსმული წარწერით, რომელიც დარიოს დიდმა დატოვა სპარსეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 520 წლით ადრე, ის 3 ენაზე საუბრობს თავის მეზობელ ქვეყანაზე, სომხეთზე და სახელი სპარსულად ჟღერს, როგორც „არმანიე“, ელამურად „ჰარმინუია“, ბაბილონურად კი „ურარტუ“. „ანუ, აქედან გამომდინარე, წარწერებიდან ჩანს, რომ ურარტუ და სომხეთი, ერთი და იგივე ქვეყანაა“.

თითქმის 60 წლიანი გამოცდილების მქონე კარტოგრაფი ოდესღაც ძლიერი მეზობლის მიერ შექმნილ ფილას სომეხი ხალხის დაბადების მოწმობად მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც აქამდე იქნა აღმოჩენილი.
„როცა უცნობი გეკითხება: როგორ ახსნით ვინ არის სომეხი?“ ჩვენ ვამბობთ: „ჩვენ ვართ პირველი ქრისტიანი ხალხი, მაგრამ თუ კითხვის დამსმელი მუსლიმია, ებრაელია, ინდუსია, ურწმუნოა? რა მნიშვნელობა აქვს პირველი თუ ბოლო ქრისტიანები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელი არსებობს ცენტრალური სამყაროს უძველეს რუკაზე, დანარჩენი ორი ქვეყანა, რომელიც არსებობდა, აღარ არსებობს. ეს საკმარისია ამ ფილის მნიშვნელობის ასახსნელად ჩვენი გადმოსახედიდან“.

რუბენ გალჩიანი აღნიშნავს, რომ როდესაც შეერთებულმა შტატებმა პირველად იპოვა სახელი ამერიკა 1510 წლით დათარიღებულ ქაღალდის რუკაზე, მის შესაძენად 1 მილიონი დოლარი გადაიხადა და მას “ქვეყნის დაბადების მოწმობა” უწოდა. მისი დაკვირვებით, ჩვენი დაბადების მოწმობა ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული და მას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ათვალიერებს. იმის გამო, რომ რუქა თიხისგან იყო დამზადებული, ის გადაურჩა ბაბილონის ხანძრებს, გაძლიერდა და ჩვენს დრომდე მიაღწია.









