საზოგადოება

სომხეთში უცხოელებს შეეძლებათ მობილური ID-ის მიღება და ონლაინ სამთავრობო სერვისებით სარგებლობა

სომხეთის მთავრობა გეგმავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს მისცეს მობილური ID-ის მოპოვების და სამთავრობო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის უფლება.

Armenpress-ის ინფორმაციით, მოქმედი რეგულაციებით მობილური ID-ის მიღების უფლება მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ, თუმცა სახელმწიფო ელექტრონული სერვისების გაფართოების ფონზე გაჩნდა ამ შესაძლებლობის მიცემის საჭიროება სომხეთში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვისაც.

ეს ცვლილებები ითვალისწინებს, რომ ბინადრობის სტატუსის მქონე უცხოელებს (დროებითი ან მუდმივი ბინადრობის მოწმობა, სპეციალური პასპორტი) ან ბინადრობის კანონიერების დამადასტურებელი მოწმობა შეეძლებათ მიიღონ მობილური ID თუ ისინი პირადად გამოცხადდებიან სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურში, სადაც გაივლიან იდენტიფიკაციის პროცესს.

სისტემა იმუშავებს შემდეგი პროცედურების მიხედვით: უცხოელი პირადად უნდა გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურში იდენტიფიკაციის სისტემაში დასარეგისტრირებლად.

რეგისტრაციის შემდეგ მას შეუძლია დაუკავშირდეს მობილურ ოპერატორებს ახალი თაობის SIM ან USIM ბარათის მისაღებად ან შესაცვლელად.

მობილური ოპერატორები, რომლებიც თანამშრომლობენ ელექტრონული ციფრული ხელმოწერის ოპერატორთან, დანერგავენ Mobile ID სერვისებს.

ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია, რომ უცხოელებს შეეძლებათ ისარგებლონ სახელმწიფო ონლაინ სერვისებით, შეიქმნება იდენტიფიკაციისა და ელექტრონული ხელმოწერის უზრუნველყოფის ერთიანი მექანიზმი და გაუმჯობესდება სომხეთის ელექტრონული მმართველობის სისტემის ხელმისაწვდომობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button