საზოგადოება
გასულ წელს სომხეთს თავშესაფარი 665-მა ადამიანმა სთხოვა, უმეტესობა უკრაინის მოქალაქეა.

2024 წელს სომხეთს თავშესაფარი 665-მა ადამიანმა სთხოვა, ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეა – 151 ადამიანი.
“არმენპრესის” ინფორმაციით, ამას სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები ადასტურებს.
შარშან სომხეთს თავშესაფარი სთხოვეს ერაყის 148, ირანის 91, რუსეთის 56 და სირიის 19 მოქალაქემ.
2024 წელს სომხეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო 203-მა ადამიანმა – ლტოლვილის სტატუსიდან დიდი წილი – 109 უკრაინის მოქალაქეს მიენიჭა. ლტოლვილის სტატუსი მიიღო ასევე ერაყის 35, ირანის 10, რუსეთის 6, თურქეთის 1 მოქალაქემ და ა.შ.
გასულ წელს ლტოლვილის სტატუსი 17 ადამიანსაც შეუწყდა.
გასულ წელს სომხეთმა უარყო 185 ადამიანის თავშესაფრის მოთხოვნა.









