ერევანი-ბათუმი-ერევნის მატარებელი უკვე ამოქმედდა

14 ივნისს, კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე ზაფხულის სეზონის პირველი საერთაშორისო სამგზავრო მატარებელი გაუშვა, იტყობინება კომპანიის პრესსამსახური.
შავი ზღვის კურორტებისკენ მიმავალი პირველი მატარებლით დაახლოებით 150 მგზავრი გაემგზავრა.
მატარებელი მომდევნო თვეებში, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე გააგრძელებს მოძრაობას. ერევნიდან გამგზავრება დღის განმავლობაშია დაგეგმილი.
ზაფხულის სეზონზე ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე მოძრაობა შეჩერებულია და თბილისამდე მატარებლით მგზავრობა ერევანი-ბათუმი-ერევნის მატარებლით არის შესაძლებელი.
აღნიშნულია, რომ ფასებში წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.
დამატებითი ინფორმაცია და ბილეთების ფასები ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე: www.railway.am.
ერევანი-სევანი-შორჟა-ერევნის მარშრუტზე 13 ივნისიდან სეზონური საგარეუბნო ელექტრომატარებელიც ამოქმედდა, რომელიც პარასკევს, შაბათს და კვირას მოძრაობს.









