საზოგადოება

„ლე ფიგარომ“ ერევანი მსოფლიოს 5 ვარდისფერ ქალაქში შეიყვანა

პრესტიჟულმა ფრანგულმა გაზეთმა „ლე ფიგარომ“ მსოფლიოს 5 „ვარდისფერი“ ქალაქი გამოარჩია, მათ შორისაა სომხეთის დედაქალაქი ერევანი. გაზეთის ცნობით, ვარდისფერი ქალაქებიდან სამი ფრანგულია: ტულუზა, ალბი და მონტობანი, ხოლო სხვა ინდოეთის ქალაქი ჯაიპურია.

„არ არის საჭირო სასიყვარულო წერილების ლოდინი, რომ ცხოვრება ვარდისფერი სათვალით დაინახოთ. ამ ქალაქების მონახულება საკმარისია ამ ფერის სიხარულის შესაგრძნობად“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ნახსენებია სომხეთის რესპუბლიკის მოედნის ფერთა ჰარმონია, ვარდისფერი ტუფისგან ნაშენი შენობები.

„მიუხედავად იმისა, რომ ერევანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ქალაქია, რომელიც რომამდე, ძვ. წ. 782 წელს დაარსდა, მან ახლახან მიიღო „ვარდისფერი ქალაქის“ ტიტული. სახელი მე-20 საუკუნეში, საბჭოთა პერესტროიკის დროს მიენიჭა. არქიტექტორმა ალექსანდრე თამანიანმა, რომელსაც ქალაქის რედიზაინი 1920-იან და 1930-იან წლებში დაევალა, გადაწყვიტა, რომ ის ურბანული ჰარმონიის სიმბოლოდ ექცია და ამ ქვას (ვარდისფერ ტუფს) ფართოდ იყენებდა მთავარ გამზირებსა და ცენტრალურ მოედნებზე“, – ნათქვამია გამოცემაში.

ნახეთ მეტი
Back to top button