საზოგადოება

სომხეთის წარმომადგენელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა გეოგრაფიის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე

სომხეთის წარმომადგენელმა, ერევნის სკოლის  ,,ქვანტი“-ს  მე-12 კლასის მოსწავლემ, სათი ჰაირაპეტიანმა, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ გეოგრაფიის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადა 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩატარდა და მასში 47 ქვეყნის 179 მოსწავლე მონაწილეობდა.

სომხეთის გუნდს ოლიმპიადაზე 4 მონაწილე წარმოადგენდა: სკოლის  ,,ქვანტი“-ს  მე-12 კლასის მოსწავლეები სათი ჰაირაპეტიანი, ნარე პოღოსიანი და ჰაიკ ანტონიანი, ასევე აიბ სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ვაჰაგნ ალოიანი.

სომხეთის გუნდს ხელმძღვანელობდნენ ვარდან ასატრიანი (მეცნიერების ეროვნული აკადემია, კოლეჯი ,,ქვანტი“) და გორ ალექსანიანი (ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდა: პირველი დღე – თეორიული დავალებები, მეორე დღე – საველე კვლევა, რომელიც ორი ქვეეტაპისგან შედგებოდა და მესამე დღე – ორი მულტიმედიური დავალება.

ნახეთ მეტი
Back to top button