სომხეთის მუდმივი მოსახლეობა 1 ივლისის მდგომარეობით 3,084 მილიონ ადამიანს შეადგენდა

2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სომხეთის მუდმივი მოსახლეობა 3,084 მილიონ ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 1,974 მილიონი ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო 1,109 მილიონი – სოფლებში. მონაცემები სტატისტიკის კომიტეტმა გამოაქვეყნა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოსახლეობა 27 ათასით გაიზარდა. ქალაქის მოსახლეობა ათასზე მეტით, ხოლო სოფლებში – 25 ათასით. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერევანში 1,143 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ოლქია მალატია-სებასტია; აქ 150,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს. შედარებით ნაკლებად დასახლებულია ნუბარაშენის ადმინისტრაციული ოლქი, სადაც 11,2 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია კოტაიქის რეგიონი. აქ 294,9 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, შედარებით იშვიათად დასახლებული რეგიონია ვაიოც ძორი, 49,4 ათასი მოსახლით.









