საზოგადოება

სომხეთში „Concours Mondial de Bruxelles 2026“-ის საერთაშორისო ღვინის დეგუსტაციის კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი გავრცელდა

„Concours Mondial de Bruxelles 2026“-ის საერთაშორისო ღვინის დეგუსტაციის კონკურსი სომხეთში ჩატარდება.

„Armenpress“-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების პროექტი სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.

„ღონისძიების განხორციელება ხელს შეუწყობს სომხეთის ცნობადობისა და რეიტინგის ამაღლებას, მის უსაფრთხო და თანამედროვე ქვეყნად პოზიციონირებას, კულტურული ტურიზმის მასშტაბის გაფართოებას, სომხეთის რეგიონული თემების ცხოვრების აღორძინებას, სომხური ღვინოების საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციასა და ექსპორტს, სომხეთის, როგორც მიმზიდველი ღვინის ტურიზმის ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, ახალი საქმიანი კავშირების შექმნას, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს, ღვინის მოხმარების კულტურის გავრცელებას შიდა ბაზარზე და პროფესიული გამოცდილების გაცვლას“, – ნათქვამია პროექტში.

Concours Mondial de Bruxelles-ის საერთაშორისო ღვინის დეგუსტაციის კონკურსი თავისი ფორმატით უნიკალურად ითვლება, მსოფლიოში ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურსად ითვლება 30 წლიანი გამოცდილებით. სომხეთის გარდა, 2026 წელს კონკურსის მასპინძლობის განაცხადი საქართველომ, რუმინეთმა და მოლდოვამაც წარადგინეს.

ნახეთ მეტი
Back to top button