საზოგადოება

რომის პაპი ლეო XIV სტამბოლის სომხურ ეკლესიაში ილოცებს

რომის პაპი ლეო XIV 30 ნოემბერს, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს, თურქეთში სამოციქულო მოგზაურობის დროს, სტამბოლში კონსტანტინოპოლის სომხური საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ სომხურ ეკლესიას ეწვევა. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ წმინდა საყდრის პრესსამსახური იუწყება. ლოცვა პაპის პროგრამაშია შეტანილი, როგორც ქრისტიანული სოლიდარობისა და ეკუმენური დიალოგის სიმბოლური ნაბიჯი. პაპის ვიზიტი ნიკეის პირველი საეკლესიო კრების 1700 წლისთავის ფარგლებში გაიმართება, რომლის წლისთავიც უნივერსალური ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად ითვლება.

ნახეთ მეტი
Back to top button