აზერბაიჯანული და ქართული ენების სწავლება ხორციელდება სომხეთის სამ სკოლაში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანნა ანდრიასიანი შეეხო სომხეთის სკოლებში თურქულის ქართულის, სპარსულისა და აზერბაიჯანულის სწავლების საკითხს, აღნიშნა რა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ფართოვდება.
,,როდესაც მთავრობის პროგრამაში 2021 წელს შეტანილ იქნა რეგიონალური ენების სწავლების მხარდაჭერის დებულება, ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, და დაახლოებით 400-მა სკოლამ რომელიმე რეგიონული ენის სწავლების სურვილი გამოთქვა. მათგან უდიდესი ნაწილი თურქულით იყო დაინტერესებული, მაგრამ ძირითადი სიძნელეები სპეციალისტების ნაკლებობით იყო გამოწვეული“,-„არმენპრეს“-ის ცნობით, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა მინისტრმა.
ანდრეასიანის თქმით, ამ ეტაპზე რეგიონული ენები დაახლოებით სამ ათეულ სკოლაში ისწავლება, რომელთა შორის სპარსული ყველაზე აქტიურია, რაც ასევე შესაძლებელი გახდა ირანის საელჩოს მხარდაჭერით.
„ქართული ენა სამ სკოლაში ისწავლება, აზერბაიჯანული კი კიდევ სამ სკოლაში. ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ ვურჩევთ მეტ სკოლას, რომ რეგიონული ენების სწავლება დაიწყონ. ჩვენ ამ რეგიონში ვცხოვრობთ და ენების ცოდნა ასევე ჩვენი მეზობლების გაცნობის საშუალებაა“, – ხაზი გაუსვა ანდრეასიანმა.









