სომხურ-შვეიცარიული სტუმართმოყვარეობის აკადემია გიუმრიში

გიუმრიში დაარსდა სომხურ-შვეიცარიული სტუმართმოყვარეობის აკადემია, იუწყება სომხუი საქველმოქმედო საერთო გაერთიანება.
ამ დაწესებულებამ, რომელიც მსოფლიოში ცნობილ შვეიცარიულ საგანმანათლებლო მოდელზეა დაფუძნებული, ლოზანის École hôtelière de Lausanne (EHL)-თან თანამშრომლობით, სტუმართმოყვარეობის სექტორში ახალი პროფესიული განათლებისა და მომზადების პროგრამა შეიმუშავა.
ამჟამად აკადემია პროფესიულ მიმართულებებს სთავაზობს კულინარიული ხელოვნების, კვებისა და სასმელების მომსახურების, ასევე სასტუმროების მენეჯმენტის სფეროებში.
„შვეიცარიული სტანდარტებით, სომხური სითბოთი და გლობალური ხედვით, ჩვენ მზად ვართ სომხეთისთვის სტუმართმოყვარეობის ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ“, – განაცხადა სომხურ-შვეიცარიული სტუმართმოყვარეობის აკადემიის გენერალურმა დირექტორმა, ხაჩიკ ჰაკობიანმა.









