საზოგადოება
სომხეთი The New York Times-ის ტურისტულ სიაში

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პრესტიჟული საერთაშორისო ჟურნალ The New York Times-ის სტატია, სადაც სომხეთი 2026 წლის რეკომენდებული ტურისტული მიმართულებების სიაში შეიყვანეს და მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის მე-20 ადგილი დაიკავა.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხეთი მიმზიდველი ადგილია თავისი უძველესი კულტურით, მდიდარი ღვინის ტრადიციებითა და უნიკალური ბუნებით.
აღმოაჩინეთ სომხეთი 2026 წელს“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.









