საზოგადოება

რუსეთის მოქალაქეების უმეტესობამ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება

2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დარჩენის უფლების თაობაზე 3283 განცხადება შეიტანეს, საიდანაც 2009 დაკმაყოფილდა, 708 უარყოფილი იქნა, 89 კი განიხილება. ამის შესახებ წერს Aliq Media.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობის მოთხოვნით რუსეთის 952-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან 661-მა მიიღო, 109-ს უარი ეთქვა, 36 კი განხილვის პროცესშია. სამუშაო ბინადრობის უფლების მოთხოვნით მიმართა 811-მა პირმა, საიდანაც 311-მა უარი მიიღო, 352 დაკმაყოფილდა, 17 განაცხადი განიხილება. მოკლევადიანი ბინადრობის უფლების მოთხოვნით მიმართა 714-მა პირმა, საიდანაც დამტკიცდა 372, არ დაკმაყოფილდა 249, განხილვის პროცესშია 21 განაცხადი. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის უფლების მოთხოვნით 295-მა პირმა მიმართა, მათგან 230-ი დაკმაყოფილდა, 18-მა უარი მიიღო, 2 განაცხადი განიხილება. საქართველოს ყოფილი მოქალაქეების ბინადრობის მოწმობის 291 განაცხადიდან 227 დაკმაყოფილდა, 10-ს უარი ეთქვა, 8 კი განხილვის პროცესშია. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადი 167-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 7-ს უარი ეთქვა, 128-ს დამტკიცდა, 5 კი განხილვის პროცესშია.

ნახეთ მეტი
Back to top button