საზოგადოება
საფრანგეთში შარლ აზნაურის და მისაკ მანუშიანისადმი მიძღვნილი მარკები გამოუშვეს

ფრანგულმა Philaposte-მ გამოსცა ოთხი მარკისგან შემდგარი ნაკრები, რომელიც ეძღვნება წინააღმდეგობის გმირს, მისაკ მანუშიანსა და ლეგენდარულ მომღერალ შარლ აზნაურს.
მარკები სამშაბათს გადაეცა საფრანგეთში სომხეთის ელჩის ჰასმიკ ტოლმაჯიანის, სენატის ვიცე-პრეზიდენტის პიერ უზულიასისა და საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორის ბრის როკეფის, შარლ აზნაურის ვაჟის, მიშა აზნაურის და მისაკ მანუშიანის დისშვილის კატია გირაკოს თანდასწრებით.











