ჩვენ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ სომხეთი მდგრადია გარე ზეწოლის მიმართ: კონგრესმენი ჯო უილსონი

ჩვენ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ სომხეთი მდგრადია გარე ზეწოლის მიმართ. ამის შესახებ „ARMENPRESS“-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განაცხადა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. უილსონი სომხეთში იმყოფებოდა აშს კონგრესმენთა ვიზიტის ფარგლებში.
„ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ, როდესაც საქმე ეხება სომეხი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენთვის დიდი პატივია სომხეთში ყოფნა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში“, – განაცხადა უილსონმა.
მან სღნიშნა, რომ სომხეთი ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას, რუსეთის გავლენისგან დისტანცირებას.
„სომხეთის სურვილს, გაატაროს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და შეეწინააღმდეგოს რუსეთის საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიციები და თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებით, ჩვენ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ სომხეთი მდგრადია გარე ზეწოლის მიმართ“, – თქვა კონგრესმენმა.
მისი თქმით, ეს მომგებიანი იქნება როგორც რეგიონისთვის და ასევე გლობალური უსაფრთხოებისთვის.







