პოლიტიკა
ლიტვამ გამოხატა მხარდაჭერა სომხეთთან ევროკავშირის კავშირების გაძლიერებისათვის

ლიტვამ გამოხატა მხარდაჭერა სომხეთთან ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა X-ის მიკრობლოგზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის ურთიერთობებს სომხეთთან.
„დღეს ბრიუსელში შეთანხმდნენ დიალოგის დაწყებაზე ვიზალიბერალიზაციის, ასევე EPF (ევროპის მშვიდობის ფონდის) მხარდაჭერაზე სომხეთის მიმართ. „ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის ურთიერთობებს სომხეთთან და ჩვენ მტკიცედ ვრჩებით რეგიონის დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავლის ერთგული“, – განაცხადა მან.







