საზოგადოება

ყავისა და ლუდის ფასის შეფარდებით, ერევანი მსოფლიოს დედაქალაქებს შორის მე-60 ადგილზეა

Finder-ის კვლევის მიხედვით, თბილისი 73-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყავისა და ლუდის ფასის შეფარდებით.

ავტორებმა შეადარეს ერთი ფინჯანი კაპუჩინოსა და ერთი ჭიქა ლუდის საშუალო ფასები 163 ქვეყანაში, წერს NGnewsgeorgia. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს დედაქალაქების უმეტესობაში (51%) ყავა ლუდზე ძვირია.

თბილისში ყავა საშუალოდ 2,55 ფუნტი (8,8 ლარი) ღირს, ლუდის ლიტრი კი 1,83 ფუნტი (6,3 ლარი).

ამ სასმელების ფასებით თბილისს ერევანმა (60), ბაქომ (46) და სტამბოლმა (62) გადაუსწრო, სადაც ყავა და ლუდი უფრო ძვირია.

ნახეთ მეტი
Back to top button