საზოგადოება

პუბლიკაციები შეიცავდა სინამდვილის შეუსაბამო და ცილისმწამებლურ ინფორმაციას. “ჯერმუკ ჯგუფი”

„რაც შეეხება რუსულ მედიაში გავრცელებულ პუბლიკაციებს „ჯერმუკ ჯგუფის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ პუბლიკაციები შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ცილისმწამებლურია და არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან არც აღძრული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, არც მრავალრიცხოვანი შემოწმების შედეგად (მათ შორის, რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩატარებული) არ დადასტურდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში მცხოვრები ოლეგ გუსოვის გარდაცვალება მოხდა მინერალური წყალი „ჯერმუკ“ანუ ქარხნულად ჩამოსხმული მინერალური წყლის „ჯერმუკის“ შიგთავსის დალევის შედეგად.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიერ შეტანილი სარჩელი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან გამორიცხულია კავშირი მინერალურ წყალ „ჯერმუკ“-სა და რუსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში მცხოვრებთან მომხდარ სამწუხარო ინციდენტს შორის და შესაბამისად, დსს „ჯერმუკ ჯგუფის“  ბრალეულობა გამორიცხულია.

უფრო მეტიც, ოლეგ გუსოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში, დსს „ჯერმუკ ჯგუფი“ პროცესში მონაწილე მხარეც კი არ არის.

ოლეგ გუსოვის გარდაცვალების შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩაატარეს და რუსულ მხარეს წარუდგინეს შესაბამისი მტკიცებულებები ინსპექტირების საფუძველზე. მრავალრიცხოვანი შემოწმება ჩატარდა რფ სამართალდამცავი ორგანოების მიერაც, რომელთა შედეგებმაც დაამტკიცეს, რომ მინერალური წყალი ,,ჯერმუკი“ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს და განკუთვნილია საკვებში გამოსაყენებლად.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საკმარისობაზე მოწმობს ისიც, რომ რუსეთის ფედერაციის მტელ ტერიტორიაზე მოიხსნა მინერალური წყლის “ჯერმუკის” რეალიზაციის აკრძალვები.

იმედს ვიტოვებთ, რომ სისხლის სამართლის საქმის ობიექტური გამოძიების შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდება დსს „ჯერმუკ ჯგუფის“ უდანაშაულობა.

შეგახსენებთ, „კომერსანტი“ წერდა, რომ გასული წლის თებერვალში ვლადიკავკაზელი ბიზნესმენ ოლეგ გუსოვის გარდაცვალების შემდეგ სომხურ „ჯერმუკ ჯგუფს“, რომელიც რუსეთში ცნობილ მინერალურ წყალს „ჯერმუკს“ აწარმოებს, სასამართლოში უჩივლეს და 1,5 მილიარდ რუბლს ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენის გარდაცვალების მთავარ მიზეზად მინერალური წყალი ითვლება, რომელიც, როგორც მედიასაშუალება წერს, ძმარმჟავას შეიცავდა.

ნახეთ მეტი
Back to top button